1.პროექტის სახელწოდება
|
გელათის მონასტერი უძველესი ისტორიული ძეგლი.
|
2.პროექტის მთავარი იდეები
|
ინფორმაციის მოძიება გელათის მონასტრის შესახებ.
|
3.პროექტის აქტუალობა
|
პროექტი აქტუალურია იმით,რომ:
1.მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის დამოუკიდებლად
მოპოვებას.
2.ინფორმაციის დახარისხებას.
3.პრეზენტაციის შექმნა მოწყობას.
4.ინფორმაციის ინტერნეტში განთავსებას.
5.ბავშვები გამოიყენებენ და გაიღრმავებენ სწავლის
პროცესში მიღებულ ცოდნას.
|
4.პროექტის მიზნები
|
პროექტის მიზანია მოსწავლეები დაეუფლონ ახალ ცოდნას გელათის მონასტრის
შესახებ,მოიძიონ მასალები მის ისტორიაზე,გაეცნონ იმ ეპოქას როცა აშენდა მონასტერი,მიიღონ
და გაიღრმავონ ცოდნა საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი მეფის,დავით აღმაშენებლის შესახებ,გაეცნობიან
ლეგენდას გელათის მონასტრის დაარსებაზე.
|
5.მონაწილეთა ასაკი
|
მე-9 კლასი,ასაკი-15 წელი.
|
6.ვადები/ხანგრძლივობა
|
2-კვირა.
|
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან დავით აღმაშენებლის მეფობის ეპოქას,იმ წინაპირობებს,რამაც
განაპირობა გელათში მონასტრის და აკადემიის დაარსება.
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, დასკვნების გამოტანის,ტექნოლოგიებთან
ურთიერთობის,კომუნიკაციის უნარ-ჩვევები ეროვნული გეგმის შესაბამისად.
|
8.პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები
|
კომპიუტერი, მე-12 საუკუნის და თანამედროვე საქართველოს რუკა,ელექტრონული
ბიბლიოთეკა.
|
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
|
1.მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა და დავალების მიცემა თითოეული ჯგუფისთვის:
1-ჯგუფი:ინფორმაციის მოძიება გელათის მონასტრის შესახებ.სახელმძღვანელოსა
და ინტერნეტის საშუალებით.
2-ჯგუფი:ინფორმაციის მოძიება დავით აღმაშენებლის შესახებ ინტერნეტისა
და სახელმძღვანელოს საშუალებით.
3-ჯგუფი:არჩეული ლიდერები წერენ თემას:“დავით აღმაშენებელი უძლიერესი
მხედართმთავარი“
მთელი ჯგუფი:ექსკურსია გელათის მონასტერში.
|
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ქართული,გეოგრაფია,ხელოვნება,ისტ.
|
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
|
მირანდა კაცაძე-ისტორიის მასწავლებელი
|
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
mirandakacadze@gmail.com
|
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
|
miranda
Monday, September 16, 2013
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)